გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

ᲝᲗᲮᲘ ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲘ.
ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲝᲑᲘᲗ ᲞᲣᲠᲘ.
ᲔᲠᲗᲘ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲐ.

ᲝᲗᲮᲘ ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲘ. ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲝᲑᲘᲗ ᲞᲣᲠᲘ. ᲔᲠᲗᲘ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲐ.

ფქვილი
წყალი
მარილი
დრო
ჩვენი პურის მომზადებას 33 საათი სჭირდება.
თითოეული პური ხელით მზადდება.
პროცესი სულ 6 ეტაპისგან შედგება. ხომ მარტივია?
საჭიროა მოთმინება

1 საათი

ცომის მომზადება

წყლისა და ფქვილის შერევით ცომს ვამზადებთ - ასე იწყება ჩვენი გამორჩეული პურის ისტორია. ჩვენი მცხობელები ამ პროცესს ავტოლიზს უწოდებენ.

იდეალური პურის საიდუმლო ინგრედიენტი

რატომ არის დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

Le Pain Quotidien-ში მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესოს დრო სჭირდება. მაშინ როდესაც სხვები ჩქარობენ, ჩვენ პურს 24-საათიანი ცივი ფერმენტაციის მეთოდით ვამზადებთ.

უფრო მდიდარი გემო

მომზადების ხანგრძლივი პროცესი ცომს საშუალებას აძლევს, სრულად გამოავლინოს პოტენციალი და შეიძინოს მდიდარი, მრავალფეროვანი გემო. 84%-იანი ჰიდრატაციის წყალობით, პურის თითოეული ლუკმა რბილი და ნოტიოა - ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ პურთან შედარებით 14%-ით მაღალია. გემო კი გაცილებით მდიდარია.

შენთვის უკეთესია

ჩვენი პური არა მხოლოდ უფრო გემრიელია, არამედ ორგანიზმისთვისაც უფრო ადვილად მოსანელებელია - ნელი ფერმენტაციის პროცესში გლუტენი ბუნებრივად იშლება. მარილის შემცირებული რაოდენობის წყალობით კი ის სასრგებლოცაა.

პური, რომელიც დიდხანს რჩება ახალი

ნელი ფერმენტაციის წყალობით, პური უფრო დიდხანს რჩება ახალი. ცივი ფერმენტაცია გამოშრობისა და გამაგრების პროცესს ანელებს, ამიტომ თითოეული პური დიდხანს ინარჩუნებს გემოსა და ტექსტურას - ხელოვნური კონსერვანტების გარეშე.

იდეალურად ხრაშუნა ქერქი

და ბოლოს, ქერქი. ხანგრძლივი ფერმენტაციის წყალობით, ჩვენს პურს ოქროსფერი და ხრაშუნა ქერქი აქვს, რომელიც თითოეულ ნაჭერს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ერთი საერთო მიდგომა ყველა საცხობში

ერთი იდეით გაერთიანებულები

Le Pain Quotidien-ის მცხობლებსა და კონდიტერებს მთელ მსოფლიოში ერთი რამ აერთიანებთ: ცხობის სიყვარული. იქნება ეს დენი ბელგიიდან, დაიანა და პაბლო არგენტინიდან თუ იუია ტოკიოდან, თითოეული თავის საქმეს მონდომებით, პროფესიონალიზმით და სიყვარულით აკეთებს. მათ მიერ ხელით მომზადებული პური და საკონდიტრო ნაწარმი ტრადიციული მეთოდების, ხარისხიანი ინგრედიენტებისა და საქმის სიყვარულის შედეგია.

ჩვენი ისტორიები. შენი ისტორიები. ისტორია.

©1990
2026

კომუნალ მაგიდა: ადგილი, სადაც ურთიერთობები იწყება

რესტორნებში ბუნებრივ და თბილ ატმოსფეროს ქმნის, კომუნალ მაგიდები კი სივრცის მთავარ ელემენტად იქცა. გვჯერა, რომ ერთობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაგიდები იმდენად გრძელია, რომ ყველას შეხვდეს ადგილი და იმდენად ვიწრო, რომ ერთმანეთთან საუბარი ყველამ შეძლოს. აქ ძველი მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი ახალი მეგობრობა, ურთიერთობები და პროფესიული კავშირებიც იბადება. ყოველი ახალი მაგიდისთვის ძველ ხეს გულდასმით არჩევენ და ამზადებენ, სანამ მისი ზედაპირი სრულად არ გლუვდება. წლების განმავლობაში კი სტუმრების შეხებისა და ჩვენი მასპინძლების ყოველდღიური მოვლის შედეგად ხე უკეთეს იერს იძენს.

სტატიის წაკითხვა

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

როდესაც ჩვენი დამფუძნებელი, ალენ კუმონი, პატარა იყო და ბელგიაში ცხოვრობდა, ყოველ ოთხშაბათს ნაშუადღევს ბებიას სტუმრობდა. ბებია მას ცხელი შოკოლადით სავსე პატარა ფიალით ხვდებოდა. ალენი ფიალას ორივე ხელს შემოხვევდა და მის სითბოს გრძნობდა, რომელიც ზამთრის სუსხს ავიწყებდა. მოგვიანებით, უკვე შეფმზარეულმა, ამ სითბოს მოგონება Le Pain Quotidien-ის მაგიდებთან გადმოიტანა. დღემდე ჩვენი უბრალო ფიალები ბავშვობის სიხარულს გვახსენებს და მეგობრებს იმავე სითბოს უზიარებს. ცხელ შოკოლადს მიირთმევთ თუ ორგანულ ჩაის, ჩვენი ფართო, მრგვალი ფიალებით ყოველთვის ასეთივე თბილი დახვედრა გელით. მოიქციეთ ფიალა ხელებში და იგრძენით სიმყუდროვე.

სტატიის წაკითხვა

ჩვენ შესახებ

Le Pain Quotidien, რაც ფრანგულად „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს, საცხობი-რესტორნების ქსელია, რომელიც ალენ კუმონმა 1990 წელს ბრიუსელში დააარსა. როგორც ახალგაზრდა შეფმზარეული, ალენი უკმაყოფილო იყო ბრიუსელში არსებული პურის ხარისხით, ამიტომ საკუთარი ორგანული პურის ცხობა დაიწყო. ის ბუნებრივ საფუარზე და მხოლოდ 4 ინგრედიენტით მზადდებოდა: ფქვილი, წყალი, მარილი და დრო. დღეს Le Pain Quotidien-ს 19 ქვეყანაში 210-ზე მეტი საცხობი-რესტორანი აქვს. ჩვენი მისიაა შევქმნათ სახლივით თბილი გარემო, სადაც ადამიანები ურთიერთობენ და ადგილზე მომზადებულ მარტივ, გემრიელ და ავთენტურ კერძებს მიირთმევენ.

სტატიის წაკითხვა
სრული ჟურნალის დათვალიერება

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენი მენიუ ბუნებრივ და ნატურალურ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული, ყოველდღიურად ახალ-ახალი კერძები მზადდება. ყველაფრის ცენტრში კი ჩვენი პურია, რომელიც ყველა გემოს ერთ მთლიანობად აქცევს.

გაეცანი ჩვენს მენიუს