გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბოს შესახებ

ჟურნალი

14 ოქტომბერი 2024

როდესაც ჩვენი დამფუძნებელი, ალენ კუმონი, პატარა იყო და ბელგიაში ცხოვრობდა, ყოველ ოთხშაბათს ნაშუადღევს ბებიას სტუმრობდა. ბებია მას ცხელი შოკოლადით სავსე პატარა ფიალით ხვდებოდა. ალენი ფიალას ორივე ხელს შემოხვევდა და მის სითბოს გრძნობდა, რომელიც ზამთრის სუსხს ავიწყებდა. მოგვიანებით, უკვე შეფმზარეულმა, ამ სითბოს მოგონება Le Pain Quotidien-ის მაგიდებთან გადმოიტანა. დღემდე ჩვენი უბრალო ფიალები ბავშვობის სიხარულს გვახსენებს და მეგობრებს იმავე სითბოს უზიარებს. ცხელ შოკოლადს მიირთმევთ თუ ორგანულ ჩაის, ჩვენი ფართო, მრგვალი ფიალებით ყოველთვის ასეთივე თბილი დახვედრა გელით. მოიქციეთ ფიალა ხელებში და იგრძენით სიმყუდროვე.

თავი 1

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

სითბო, რომელიც ტრადიციად იქცა

ალენისთვის ბებიის მომზადებული ცხელი შოკოლადის ძვირფასი მოგონება მხოლოდ ბავშვობის ნოსტალგია არ არის. ეს ტრადიციაა, რომელიც მან სიყვარულით აქცია Le Pain Quotidien-ის განუყოფელ ნაწილად.


ჩვენს ნებისმიერ რესტორანში შესვლისთანავე ცხელი სასმელების სასიამოვნო არომატი სახლის სიმყუდროვესა და ცხოვრების მარტივ სიამოვნებებს გახსენებთ.


ამ თბილი ტრადიციისადმი ერთგულება ცხელი შოკოლადის თითოეულ ფიალაში იგრძნობა. თითოეული მათგანი ალენის ბავშვობის იმ გამორჩეული გამოცდილებისადმი პატივისცემაა, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

თავი 2

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

Le Pain Quotidien-ის ფიალები - უნიკალური გამოცდილება

Le Pain Quotidien-ის ფართო, მრგვალი ფიალები მხოლოდ ჭურჭელი არ არის. ისინი ჩვენი გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ფიალას ხელებში მოიქცევთ, მისი მსუბუქი სითბო მაშინვე სიმყუდროვისა და სიამოვნების განცდას გიქმნით.


ეს შეგრძნება ალენის ბავშვობის მოგონებასთან გაკავშირებთ, წარსულსა და აწმყოს აერთიანებს და Le Pain Quotidien-ის არსთან გაახლოებთ. ეს მარტივი გამოცდილება ჩვენს ფილოსოფიას გამოხატავს, რომლის საფუძველიც ერთობა, სითბო და სტუმართმოყვარეობაა.

თავი 3

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

Le Pain Quotidien-ში ძველ ტრადიციებს ვიცავთ და ამავე დროს ახალ მოგონებებს ვქმნით. ცხელი შოკოლადის ან ჩაის თითოეული ფიალა ახალი კავშირებისა და მოგონებების შექმნის შესაძლებლობაა, იქნება ეს მეგობრებთან გაზიარებული ისტორიები თუ მარტო, მშვიდად გატარებული წუთები.


ფიალის სითბო შეგახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა და ცხოვრების მარტივი სიხარულით ტკბობა.

ახალი მოგონებების შექმნა

დასკვნითი სიტყვა

ბელგიური ცხელი შოკოლადის სითბო

Le Pain Quotidien-ში ცხელი შოკოლადისა და ბელგიური ფიალების ტრადიცია მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ის სითბოს, სიმყუდროვესა და ერთობას განასახიერებს.


გეპატიჟებით Le Pain Quotidien-ში, რათა თითოეულ ფიალასთან ერთად შეიგრძნოთ სასიამოვნო ნოსტალგია, ჩვენს თბილ გარემოში კი საკუთარი ძვირფასი მოგონებებიც შექმნათ.

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

სტატიის წაკითხვა

ჩვენი ტარტინები

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.