გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

ჟურნალი

25 ივნისი 2025

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

ჩვენი პური: 4 ინგრედიენტი და დიდი მოთმინება

Le Pain Quotidien-ის თითოეული პური ტრადიციული მეთოდით მზადდება. მის მოსამზადებლად მხოლოდ 4 მარტივ ინგრედიენტს ვიყენებთ: წყალს, ფქვილს, მარილსა და მთავარ ინგრედიენტს, დროს.


მთლიანი პროცესი 33 საათის განმავლობაში გრძელდება. ნელი, ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად პური ღრმა გემოსა და იდეალურად ხრაშუნა ქერქს იძენს.


არავითარი დაჩქარებული პროცესი, დანამატები ან ხელოვნური გამაუმჯობესებლები. მხოლოდ მოთმინება და ტრადიციის დაცვა.

ინდუსტრიული პური: ნაკლები დრო, მეტი დამუშავება

დღეს ბაზარზე არსებული მრავალი პური სრულიად განსხვავებული მეთოდით მზადდება. წარმოების დასაჩქარებლად და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ხშირად ინგრედიენტების გრძელ სიას იყენებენ.


ასეთი პური შეიძლება შეიცავდეს დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა და ხელოვნურ არომატიზატორებს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი სისწრაფესა და ერთგვაროვან შედეგს ენიჭება და არა გემოსა და ხარისხს.


ხშირად ასეთი პური სულ რამდენიმე საათში, ზოგჯერ კი უფრო ნაკლებ დროშიც მზადდება. წარმოების სიმარტივე და სისწრაფე ცვლის ბუნებრივ პროცესს, რომელიც ნამდვილი პურის საფუძველია

გვჯერა, რომ პური რაც უფრო ნაკლებ ინგრედიენტს შეიცავს, მით უფრო ჯანსაღი და ნატურალურია. E-კოდით აღნიშნული ხელოვნური დანამატების გამორიცხვითა და რეცეპტების მაქსიმალურად შენარჩუნებით, ჩვენი პური ჯანსაღი და ბუნებრივი კვების ფილოსოფიას ასახავს.


სხვა პურის ნაწარმის შემადგენლობა კი ხშირად გამოცანად რჩება. ინგრედიენტების რთული ჩამონათვალი და ბუნდოვანი აღწერა მომხმარებელს არ აძლევს საშუალებას, ზუსტად გაიგოს, რისგან მზადდება პროდუქტი და რამდენად ახლოსაა ის თავის ბუნებრივ საწყისთან.

რას ნიშნავს ჯანსაღი და ბუნებრივი კვება: ინგრედიენტების სრული გამჭვირვალობა

დასკვნა

დღეს როდესაც, მომხმარებელს მრავალი არჩევანი აქვს, ჩვენი პური სიმარტივით, ავთენტურობითა და დროში გამოცდილი ოსტატობით გამოირჩევა. მხოლოდ 4 ინგრედიენტი და 33 საათია საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ ნამდვილი გემო, ბუნებრივი შემადგენლობა და პროდუქტი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.


ჩვენი პურის არჩევა ბუნებრივის არჩევას ნიშნავს. ეს მარტივი განსხვავება კი თითოეულ ნაჭერში იგრძნობა.

კითხვის გაგრჯელება

ჩვენი ტარტინები

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

სტატიის წაკითხვა

კომუნალ მაგიდა: ადგილი, სადაც ურთიერთობები იწყება

რესტორნებში ბუნებრივ და თბილ ატმოსფეროს ქმნის, კომუნალ მაგიდები კი სივრცის მთავარ ელემენტად იქცა. გვჯერა, რომ ერთობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაგიდები იმდენად გრძელია, რომ ყველას შეხვდეს ადგილი და იმდენად ვიწრო, რომ ერთმანეთთან საუბარი ყველამ შეძლოს. აქ ძველი მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი ახალი მეგობრობა, ურთიერთობები და პროფესიული კავშირებიც იბადება. ყოველი ახალი მაგიდისთვის ძველ ხეს გულდასმით არჩევენ და ამზადებენ, სანამ მისი ზედაპირი სრულად არ გლუვდება. წლების განმავლობაში კი სტუმრების შეხებისა და ჩვენი მასპინძლების ყოველდღიური მოვლის შედეგად ხე უკეთეს იერს იძენს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.