კომუნალ მაგიდა: ადგილი, სადაც ურთიერთობები იწყება
ჩვენი პურის ისტორიაჟურნალი
14 ოქტომბერი 2024

რესტორნებში ბუნებრივ და თბილ ატმოსფეროს ქმნის, კომუნალ მაგიდები კი სივრცის მთავარ ელემენტად იქცა. გვჯერა, რომ ერთობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაგიდები იმდენად გრძელია, რომ ყველას შეხვდეს ადგილი და იმდენად ვიწრო, რომ ერთმანეთთან საუბარი ყველამ შეძლოს. აქ ძველი მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი ახალი მეგობრობა, ურთიერთობები და პროფესიული კავშირებიც იბადება. ყოველი ახალი მაგიდისთვის ძველ ხეს გულდასმით არჩევენ და ამზადებენ, სანამ მისი ზედაპირი სრულად არ გლუვდება. წლების განმავლობაში კი სტუმრების შეხებისა და ჩვენი მასპინძლების ყოველდღიური მოვლის შედეგად ხე უკეთეს იერს იძენს.
სივრცე, ახალი კავშირებისთვის
Le Pain Quotidien-ში კომუნალ მაგიდა მხოლოდ ავეჯი არ არის. ის ჩვენი ღირებულებების სიმბოლო და ადამიანებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობას გამოხატავს.
ეს მხოლოდ ძველი ბელგიური მატარებლების იატაკიდან დაწყებული ისტორია არ არის. თითოეულ მაგიდას თავისი ისტორია აქვს. ის უამრავ საუბარსა და ურთიერთობასაც ინახავს, რომელთა მომსწრეც წლების განმავლობაში გამხდარა.
აქ უცნობები მეგობრები ხდებიან, ადამიანები შეხედულებებს იცვლიან, კერძის ერთად დაგემოვნების უბრალო წუთები კი განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.


მდგრადობა
ძველი ხის ხელახლა გამოყენება მდგრადობისა და გარემოზე ზრუნვისადმი ჩვენს ერთგულებას გამოხატავს. მასალებისთვის ახალი დანიშნულების მინიჭებით არა მხოლოდ ნარჩენებს ვამცირებთ, არამედ თითოეულ რესტორანში ისტორიის ნაწილსაც ვინარჩუნებთ.
ეს მიდგომა ჩვენს ფილოსოფიას შეესაბამება: სტუმრებს შევთავაზოთ სასარგებლო საკვები, რომლის მომზადებისას გარემოზეც ვზრუნავთ. ასე თითოეული კერძი უფრო მდგრადი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი ხდება.
ჩვენი ისტორია ბრიუსელში დაიწყო, თუმცა თითოეული ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად კომუნალ მაგიდის ტრადიცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ, Le Pain Quotidien-ის რესტორანში შესვლისას ნაცნობი კომუნალ მაგიდა ყოველთვის დაგხვდებათ.
ის ჩვენი განვითარების გზაზე უცვლელ სიმბოლოდ რჩება და ერთობისა და ადამიანური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გვახსენებს.
თითოეული კერძით ვქმნით მოგონებებს
ჩვენი კომუნალ მაგიდების მთავარი ხიბლი ადამიანების გაერთიანების უნარია. ერთად მირთმეული თითოეული კერძი ახალ მოგონებებს ქმნის, რომლებსაც ჩვენი სტუმრების განსხვავებული ისტორიები და გამოცდილება კიდევ უფრო ამდიდრებს.
მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მუდმივი სტუმარი ხართ თუ პირველად გვეწვიეთ, შეგიძლიათ კომუნალ მაგიდასთან დაიკავოთ ადგილი, სხვებთან ერთად გაატაროთ დრო და Le Pain Quotidien-ის ოჯახში საკუთარი ისტორიაც შექმნათ.
კომუნალ მაგიდები მხოლოდ სადილისთვის განკუთვნილი ადგილი არ არის. ისინი ჩვენს რესტორნებში მთავარი ადგილია.
ამიტომ, როდესაც შემდეგ ჯერზე Le Pain Quotidien-ში გვესტუმრებით, გახსოვდეთ: თქვენ უბრალოდ მაგიდასთან არ სხედხართ. თქვენ ურთიერთობებისა მრავალწლიან ისტორიას უერთდებით.

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?
Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.
სტატიის წაკითხვა
ჩვენი ტარტინები
პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.
სტატიის წაკითხვანუ იჩქარებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაLe Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.
მარტივი. ახალი. ნამდვილი
ჩვენი კერძებიჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.