გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

ჩვენი ტარტინები

ტარტინების შესახებ

ჟურნალი

14 ნოემბერი 2024

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

თავი 1

ჩვენი ტარტინები

ტარტინის მომზადების ხელოვნება

Le Pain Quotidien-ში ტარტინი უბრალოდ სენდვიჩი არ არის. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის თითოეული ნაჭერი ახალი ვარიაციების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს.


ტარტინის მომზადება სეზონური ინგრედიენტების შერჩევით იწყება. კრემოვანი ავოკადო, მწიფე პომიდორი თუ სხვადასხვა სახეობის ყველი ისე ირჩევა, რომ ორგანული ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით მომზადებულ პურს მოუხდეს. შედეგად, თითოეული ტარტინი გემოსა და ტექსტურის დაბალანსებული კომბინაციაა.

თავი 2

ჩვენი ტარტინები

ტარტიდან ტარტინამდე

სიტყვა tartine-ის ეტიმოლოგია მის სიმარტივეს ასახავს. ის ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და პურის ნაჭერზე კარაქის, ყველის ან სხვა ინგრედიენტების წასმას/დამატებას გულისხმობს.


დროთა განმავლობაში ეს მარტივი იდეა პოპულარულ კულინარიულ პრაქტიკად იქცა, რომელიც ყოველდღიური ინგრედიენტებისგან გამორჩეულ კერძებს ქმნის. Le Pain Quotidien-ში ამ ტრადიციას დღემდე ვაგრძელებთ და სტუმრებს ტარტინის შექმნისა და დაგემოვნების შესაძლებლობას ვთავაზობთ.

თავი 3

ჩვენი ტარტინები

როგორ უნდა მივირთვათ ტარტინი?

Le Pain Quotidien-ში ტარტინის მირთმევას თავისი ტრადიცია აქვს. მიჰყევით ამ მარტივ რჩევებს, რათა ღია სენდვიჩი გემრიელად მიირთვათ.


შეარჩიეთ სასურველი ტარტინი, ფრთხილად აიღეთ ხელში და ყურადღება მიაქციეთ მის გემოსა და ტექსტურას. ასე თითოეული ინგრედიენტი უკეთ იგრძნობა.


ტარტინის დაგემოვნება საშუალებას გაძლევთ, შეანელოთ ტემპი და ცხოვრების მარტივი სიამოვნებებით დატკბეთ.

დასკვნითი სიტყვა

ჩვენი ტარტინები

Le Pain Quotidien-ის ტარტინები გვაჩვენებს, რომ კარგი გემოსთვის მარტივი რეცეპტი და ხარისხიანი ინგრედიენტები საკმარისია. ბელგიური ტრადიციის მიხედვით, ვქმნით ტარტინებს, რომლებშიც გემო, ტექსტურა და განსხვავებული ვარიაციები ერთიანდება.


ტარტინი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, ლანჩზე ან მსუბუქ წასახემსებლად.

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

სტატიის წაკითხვა

კომუნალ მაგიდა: ადგილი, სადაც ურთიერთობები იწყება

რესტორნებში ბუნებრივ და თბილ ატმოსფეროს ქმნის, კომუნალ მაგიდები კი სივრცის მთავარ ელემენტად იქცა. გვჯერა, რომ ერთობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაგიდები იმდენად გრძელია, რომ ყველას შეხვდეს ადგილი და იმდენად ვიწრო, რომ ერთმანეთთან საუბარი ყველამ შეძლოს. აქ ძველი მეგობრები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში კი ახალი მეგობრობა, ურთიერთობები და პროფესიული კავშირებიც იბადება. ყოველი ახალი მაგიდისთვის ძველ ხეს გულდასმით არჩევენ და ამზადებენ, სანამ მისი ზედაპირი სრულად არ გლუვდება. წლების განმავლობაში კი სტუმრების შეხებისა და ჩვენი მასპინძლების ყოველდღიური მოვლის შედეგად ხე უკეთეს იერს იძენს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.