გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლების თარიღი: 2025 წლის 30 ივნისი


უპირველესად, მოხარული ვართ, რომ Le Pain Quotidien-ის ვებგვერდით („ვებგვერდი“) სარგებლობა გადაწყვიტეთ. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას ვიღებთ, რათა ვებგვერდის გამოყენებისას თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ მოგიწიოთ.


წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვებგვერდით სარგებლობისას გვაწვდით.


შესაძლოა, გთხოვოთ გარკვეული პერსონალური მონაცემების გაზიარება, მათ შორის თქვენი სახელის, გვარისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის.


ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ვებგვერდისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, თქვენთან დასაკავშირებლად, ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.


პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ხელშეკრულების შესრულება, ჩვენი კანონიერი ინტერესი და, გარკვეულ შემთხვევებში, თქვენი თანხმობა (იხ. აგრეთვე მუხლი 2).


თქვენი პერსონალური მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად მუშავდება. თუ გაქვთ შეკითხვები ამ პოლიტიკასთან ან მონაცემთა დამმუშავებლის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.


პერსონალური მონაცემების მოწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით მათ გამოყენებას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.


1. განმარტებები

აფილირებული კომპანია“ ნიშნავს კომპანიასთან დაკავშირებულ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს ბელგიის კომპანიებისა და ასოციაციების კოდექსის 1:20 მუხლით განსაზღვრულ „აფილირებული კომპანიის“ პირობებს.

 

„Brunchco 21“ ნიშნავს Brunchco 21 NV-ს, ბელგიის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ და მოქმედ კომპანიას, რომლის რეგისტრირებული მისამართია: Havenlaan 86C, 1000 Brussels, Belgium და რომელიც საწარმოთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულია ნომრით 0747.485.166.

 

„ვებგვერდი“ ნიშნავს Le Pain Quotidien-ის ვებგვერდს: [www.lepainquotidien.live/uy/en/](http://www.lepainquotidien.live/uy/en/)

 

„კომპანია“ ნიშნავს Lautore S.A.-ს, რომლის რეგისტრირებული მისამართია: Avda. Gral. Rivera 6329 of 203, Montevideo, Uruguay, CP 11500, City of Montevideo, Republic of Uruguay. წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში კომპანია მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

 

„მონაცემთა დამმუშავებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, „რატომ“ და „როგორ“, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 შესაბამისად. ვებგვერდის საშუალებით დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით კომპანია მონაცემთა დამმუშავებლად მიიჩნევა.

 

„პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რომელსაც ასევე „მონაცემთა სუბიექტი“ ეწოდება.

 

„მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს“ აქვს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (EU) 2016/679 განსაზღვრული მნიშვნელობა და ნიშნავს პირს, რომელიც პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლის სახელით ამუშავებს. ვებგვერდის საშუალებით მიღებულ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით Brunchco 21 მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნევა.

 

2. მხარეთა სტატუსი

ვებგვერდსა და მის ქვე­გვერდებს მართავს Brunchco 21, რომელიც პერსონალურ მონაცემებს კომპანიის სახელით ამუშავებს.

ამ პროცესში Brunchco 21 მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და ხელმძღვანელობს კომპანიის მიერ განსაზღვრული მითითებებითა და მიზნებით. კომპანია კი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 შესაბამისად მონაცემთა დამმუშავებელია.


3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

ვებგვერდით სარგებლობისას ვაგროვებთ და ვამუშავებთ სხვადასხვა კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაციას. მონაცემები შეიძლება გეკუთვნოდეთ, როგორც ჩვენს მომხმარებელს ან ვებგვერდის ვიზიტორს.

შესაძლოა, დავამუშაოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ზოგადი პერსონალური მონაცემები:

  • სახელი და გვარი;

  • მისამართი;

  • ტელეფონის ნომერი;

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  • ვებგვერდთან ინტერაქციის მონაცემები;

  • IP მისამართი, თუ მისი საშუალებით შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება;

  • სხვა პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თავად გვაწვდით ან ჩვენი მომსახურების ფარგლებში მესამე პირებისგან ვიღებთ.


მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია ხელშეკრულების შესრულება, ჩვენი კანონიერი ინტერესები და, გარკვეულ შემთხვევებში, თქვენი თანხმობა.

შეგროვებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ვებგვერდის მომხმარებლად თქვენი იდენტიფიცირებისთვის;

  • ვებგვერდის, მისი ფუნქციებისა და მომსახურებების გამოყენების უზრუნველსაყოფად;

  • ჩვენი მომსახურებების მოსაწოდებლად და ხელშეკრულებების შესასრულებლად;

  • საჩივრებისა და მოთხოვნების განსახილველად;

  • ვებგვერდისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა თუ მომსახურებების შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის;

  • პირდაპირი მარკეტინგისთვის;

  • შიდა მიზნებისთვის, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებისა და არქივისთვის;

  • სამართლებრივი, ადმინისტრაციული და საბუღალტრო ვალდებულებების შესასრულებლად.


4. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების, მათ შორის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) 2016/679, შესაბამისად.

 

ვებგვერდის ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული პერსონალური მონაცემების დასაცავად შესაბამის პროცედურებს ვიყენებთ. გონივრულად შესაძლებელი ზომების ფარგლებში ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ მონაცემების უკანონო დამუშავება, შემთხვევითი დაკარგვა ან განადგურება.

 

მიუხედავად მიღებული ზომებისა, პერსონალური მონაცემების დაცვას ვერ ვუზრუნველყოფთ, თუ ისინი ვებგვერდის საკონტაქტო ფორმის მიღმა, დაუცველი საკომუნიკაციო არხით ან სხვა არასაიმედო გზით გადაიცემა.

 

თქვენი მონაცემების უსაფრთხოების გასაძლიერებლად მათზე წვდომა მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია საქმიანობისთვის სჭირდებათ. მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მონაცემთა დამმუშავებელსა და მის თანამშრომლებს, პერსონალსა და ქვეკონტრაქტორებს, რომლებსაც ეს მონაცემები შესაბამისი მიზნების შესასრულებლად ესაჭიროებათ.


5. როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს და რამდენ ხანს ვინახავთ მათ?

მონაცემების შეგროვება

თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეიძლება ვაგროვებდეთ, მათ შორის, შემდეგ შემთხვევებში:

(i) როდესაც სტუმრობთ ვებგვერდს;

(ii) როდესაც ჩვენთან ხელშეკრულებას დებთ;

(iii) როდესაც ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდისგან განსხვავებული სხვა საშუალებით გვიკავშირდებით.

ვცდილობთ, არ შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის საჭირო არ არის.

 

შესაძლოა, ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები მესამე პირებისგან მიღებულ ინფორმაციას გავაერთიანოთ, თუ ეს მონაცემთა შეგროვების თავდაპირველ მიზნებს შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში გაცნობებთ პერსონალური მონაცემების ტიპს, წყაროსა და დამუშავების მიზანს. მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავდება.

მონაცემების შენახვის ვადა

პერსონალურ მონაცემებს არ შევინახავთ და დავამუშავებთ იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე შესაბამისი მიზნების მისაღწევად არის საჭირო.

 

მომხმარებლების, მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების მონაცემები ხელშეკრულების დასრულებიდან 7 წლის შემდეგ წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარეობს დავა და პერსონალური მონაცემების შენახვა კვლავ აუცილებელია.

 

თანამშრომლების პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 5 წლისა წაიშლება. გამონაკლისია მონაცემები, რომელთა შენახვაც კონკრეტული კანონმდებლობით არის მოთხოვნილი ან მიმდინარე დავისთვისაა საჭირო.

 

ვაკანსიის კანდიდატების პერსონალური მონაცემები შესაბამისი პოზიციის შევსებისა და შერჩევის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა წაიშლება. თუ კანდიდატმა მომავალ ვაკანსიებთან დაკავშირებით დაკავშირებაზე თანხმობა განაცხადა, მონაცემები თანხმობის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში შეიძლება შევინახოთ.

 

სხვა მონაცემები თქვენთან ბოლო მნიშვნელოვანი კომუნიკაციიდან 2 წელზე მეტხანს არ შეინახება, თუ მათი უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვაზე მკაფიო თანხმობა არ მიგვიღია.


6. პერსონალური მონაცემების გადაცემა

პერსონალურ მონაცემებს ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მდებარე მესამე პირებს არ გადავცემთ.

 

გამონაკლისი შეიძლება შეეხებოდეს ქვეკონტრაქტორებს ან თანამშრომლებს, რომლებიც:

(i) იმ ქვეყანაში იმყოფებიან, რომელსაც ევროკომისია ან იუსტიციის მინისტრი პერსონალური მონაცემების დაცვის სათანადო დონის მქონე ქვეყნად აღიარებს; ან

 

(ii) მონაცემებს ევროკომისიის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად ინახავენ და მათი უსაფრთხოების სათანადო დონეს უზრუნველყოფენ.

 

თქვენი თანხმობის გარეშე პერსონალურ მონაცემებს ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში სხვა პირებსაც არ გადავცემთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

 

(i) გადაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ აფილირებულმა კომპანიებმა, თანამშრომლებმა, წარმომადგენლებმა ან ქვეკონტრაქტორებმა ჩვენი სახელით მომსახურება გაგიწიონ ან დავალება შეასრულონ. ეს შეიძლება საჭირო იყოს თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან ჩვენი კანონიერი ინტერესების ფარგლებში, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერის, ბაზრის კვლევისა და მომხმარებელთა მომსახურებისთვის;

 

(ii) მონაცემების გადაცემას კანონი მოითხოვს.

 

პერსონალური მონაცემების ნებისმიერი გადაცემა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 შესაბამისად განხორციელდება.

 

ჩვენ მივიღებთ ზომებს, რათა მონაცემების მიმღებმა პირებმა ისინი მე-2 მუხლში მითითებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით არ გამოიყენონ და მონაცემების დასაცავად საკმარისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები ჰქონდეთ დანერგილი.

 

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათ მიმღებ პირებთან ყოველთვის გაფორმდება მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება ან, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები.

 

ასევე მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა თანამშრომლებმა და სხვა პირებმა, რომლებსაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ისინი მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU) 2016/679 მოთხოვნების შესაბამისად დაამუშაონ.


7. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ბელგიისა და ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე თქვენ ქვემოთ აღწერილი უფლებებით სარგებლობთ.

 

რომელიმე უფლების გამოყენების სურვილის შემთხვევაში წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოთ.

 

თუ თქვენი ვინაობის დადასტურება ვერ ხერხდება, შეიძლება გთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წინა მხარის ასლის გამოგზავნა, რომელზეც მხოლოდ თქვენი სახელი და გვარი იქნება ნაჩვენები.

 

არის თუ არა მომსახურება ფასიანი?

 

თქვენი უფლებებით სარგებლობა უფასოა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნა აშკარად დაუსაბუთებელი ან გადაჭარბებულია, განსაკუთრებით მისი განმეორებითი ხასიათის გამო.

 

ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლება გვაქვს:

 

(i) დაგაკისროთ გონივრული საფასური, რომელიც მოთხოვნილი ინფორმაციის ან კომუნიკაციის მოწოდებასთან და შესაბამისი მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს ითვალისწინებს; ან

 

(ii) უარი ვთქვათ მოთხოვნის შესრულებაზე.

 

რა ფორმით მივიღებ პასუხს?

 

თუ მოთხოვნას ელექტრონულად გამოგზავნით, ინფორმაციას, შეძლებისდაგვარად, ელექტრონული ფორმით მიიღებთ, თუ თავად არ მოითხოვთ სხვაგვარად.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხი იქნება მოკლე, გამჭვირვალე, გასაგები და მარტივად ხელმისაწვდომი.

 

როდის მივიღებ პასუხს?

 

მოთხოვნას შეძლებისდაგვარად სწრაფად და მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა ვუპასუხებთ.

 

მოთხოვნის სირთულისა და მოთხოვნების რაოდენობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში ვადა შეიძლება კიდევ ერთი თვით გაგრძელდეს. ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში გაცნობებთ.

 

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება

 

უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ დაცული ყველა პერსონალური მონაცემის მოწოდება, თუ ეს სხვა პირების უფლებებს არ არღვევს.

 

ასევე უფლება გაქვთ, დამუშავებული მონაცემების გასაგები ფორმით შედგენილი უფასო ასლი მიიღოთ. დამატებითი ასლების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად გონივრული საფასური დაგაკისროთ.

 

პერსონალური მონაცემების შესწორების უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ არასრული, არასწორი, შეუსაბამო ან მოძველებული პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ შესწორება.

 

მონაცემების განახლებისთვის გთხოვთ, შეგვატყობინოთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მაგალითად, მისამართის ან ელექტრონული ფოსტის შეცვლის შემთხვევაში. ცვლილებების შესახებ შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ გვაცნობოთ.

 

პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლა შემდეგ შემთხვევებში:

 

• მონაცემები აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რომელთა გამოც შეგროვდა ან დამუშავდა;

 

• მონაცემების წაშლას კანონი მოითხოვს;

 

• თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავების შემთხვევაში თანხმობას უკან ითხოვთ;

 

• მონაცემები პირდაპირი მარკეტინგისთვის მუშავდება;

 

• პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა.

 

წაშლის უფლება გარკვეულ შემთხვევებში იზღუდება. მონაცემების დამუშავება შეიძლება კვლავ აუცილებელი იყოს:

 

• გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების გამოსაყენებლად;

 

• სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;

 

• სამართლებრივი მოთხოვნების დასადგენად, განსახორციელებლად ან მათგან თავის დასაცავად.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება

 

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა შემდეგ შემთხვევებში:

 

• ეჭვქვეშ აყენებთ პერსონალური მონაცემების სიზუსტეს;

 

• მონაცემები უკანონოდ მუშავდება, თუმცა მათი წაშლა არ გსურთ;

 

• ეწინააღმდეგებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას და მიმდინარეობს თქვენი მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება.

 

ამ საფუძვლით დამუშავების შეზღუდვის შემთხვევაში მონაცემების შენახვა კვლავ შეგვიძლია. თუმცა მათ მხოლოდ თქვენი მკაფიო თანხმობით დავამუშავებთ სამართლებრივი მოთხოვნების დასადგენად, განსახორციელებლად ან მათგან თავის დასაცავად, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების დასაცავად ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის საფუძველზე.

 

გასაჩივრების უფლება

 

უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შემდეგ შემთხვევებში:

 

• მონაცემებს ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგისთვის ვამუშავებთ, მათ შორის ამ მიზნებისთვის პროფილირებისას;

 

• თქვენი კონკრეტული მდგომარეობიდან და პირადი გარემოებებიდან გამომდინარე.

 

მონაცემთა გადატანის უფლება

 

მონაცემთა გადატანის უფლების გამოყენების შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სტრუქტურირებული, ფართოდ გამოყენებული და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით თქვენ მიერ შერჩეულ მონაცემთა დამმუშავებელს გადავცემთ.

 

თანხმობის უკან გამოთხოვის უფლება

 

თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი თქვენი თანხმობაა, უფლება გაქვთ, იგი ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ.

 

თანხმობის უკან გამოთხოვა გავლენას არ მოახდენს მის გაუქმებამდე განხორციელებული მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.

 

საზედამხედველო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება

 

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ორგანოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე [contact@apd-gba.be](mailto:contact@apd-gba.be) ან წერილობით მიმართოთ შემდეგ მისამართზე: Data Protection Authority, Drukpersstraat 35, 1000 Brussels, Belgium.

 

ასევე გაქვთ უფლება, მიმართოთ შესაბამის სასამართლოს.


8. მესამე მხარის ვებგვერდებზე გადასვლა

ვებგვერდზე შეიძლება განთავსებული იყოს ბმულები სხვა ვებგვერდებზე, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ვებგვერდზე განთავსებული ბმულები მხოლოდ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესაბამისი სტანდარტების მქონე ვებგვერდებზე მიუთითებდეს, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს სხვა ვებგვერდებზე პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონფიდენციალურობაზე. ეს ეხება იმ მონაცემებსაც, რომლებსაც ჩვენი ვებგვერდის დატოვების შემდეგ სხვა ვებგვერდებზე გასცემთ.

 

გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და პერსონალური მონაცემების მიწოდებამდე შესაბამისი ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეცნოთ.


9. ცვლილებები

უფლებას ვიტოვებთ, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს შევცვალოთ და მისი განახლებული ვერსია ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ.

 

გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ვებგვერდი და გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილ ცვლილებებს.

 

თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გვაქვს, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ ელექტრონული ფოსტით გაცნობებთ.



10. ქუქი-ფაილებივებგვერდით სარგებლობისას ვიყენებთ ქუქი-ფაილებს.

 

ქუქი-ფაილი არის ინფორმაცია, რომელიც სერვერიდან თქვენს მოწყობილობაზე იგზავნება და მის მეხსიერებაში ინახება. ქუქი-ფაილები ვებგვერდით სარგებლობისას თქვენი მოწყობილობის ამოცნობაში გვეხმარება. მათი საშუალებით ვებგვერდის გამოყენება უფრო მარტივი ხდება და შეგვიძლია პერსონალიზებული მომსახურება შემოგთავაზოთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებგვერდზე განთავსებულ ქუქი-ფაილების პოლიტიკას.