ჩვენ შესახებ
Le Pain Quotidienჟურნალი
11 ოქტომბერი 2024

Le Pain Quotidien, რაც ფრანგულად „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს, საცხობი-რესტორნების ქსელია, რომელიც ალენ კუმონმა 1990 წელს ბრიუსელში დააარსა. როგორც ახალგაზრდა შეფმზარეული, ალენი უკმაყოფილო იყო ბრიუსელში არსებული პურის ხარისხით, ამიტომ საკუთარი ორგანული პურის ცხობა დაიწყო. ის ბუნებრივ საფუარზე და მხოლოდ 4 ინგრედიენტით მზადდებოდა: ფქვილი, წყალი, მარილი და დრო. დღეს Le Pain Quotidien-ს 19 ქვეყანაში 210-ზე მეტი საცხობი-რესტორანი აქვს. ჩვენი მისიაა შევქმნათ სახლივით თბილი გარემო, სადაც ადამიანები ურთიერთობენ და ადგილზე მომზადებულ მარტივ, გემრიელ და ავთენტურ კერძებს მიირთმევენ.
თავი 1
ჩვენ შესახებ
Le Pain Quotidien-ის ისტორია
Le Pain Quotidien-ის ისტორია და ალენ კუმონის კულინარიის სიყვარული პირველი საცხობის გახსნამდე ბევრად ადრე დაიწყო. ბავშვობაში, ბელგიაში, ალენი საათობით იდგა სკამზე და უყურებდა, როგორ აცხობდა დეიდა პურს.
მოგვიანებით, უკვე ახალგაზრდა შეფმზარეული, ბრიუსელში სწორედ იმ პურს ეძებდა, რომლის გემოც ბავშვობიდან ახსოვდა. ასეთი პური ვერ იპოვა და გადაწყვიტა, თავად გამოეცხო. ალენი საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა და გახსნა საცხობი, სადაც ფქვილის, მარილისა და წყლისგან ბავშვობიდან ნაცნობ ტრადიციულ პურს ამზადებდა.
პირველი Le Pain Quotidien ბრიუსელში, ანტუან დანსარტის ქუჩაზე გაიხსნა, რომელიც მაშინ ბელგიური მოდის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე უბნად ითვლებოდა. ადგილობრივ ძველმანების ბაზრობაზე ალენმა გრძელი მაგიდა იპოვა, რომლის გარშემოც სტუმრებს ერთად შეეძლოთ სადილობა. სწორედ ის გახდა Le Pain Quotidien-ის პირველი კომუნალ მაგიდა.

თავი 2
ჩვენ შესახებ
რა გელოდებათ Le Pain Quotidien-ში...
აქ შეგიძლიათ ცოტა ხნით დაივიწყოთ დრო, ისიამოვნოთ სახლური გარემოთი, გემრიელი კერძებითა და ერთად გატარებული წუთებით.
ჩვენი ისტორია 30-ზე მეტი წლის წინ, ბრიუსელის ცენტრში გახსნილი ტრადიციული ბელგიური საცხობით დაიწყო. ამ ტრადიციას დღემდე ვაგრძელებთ და კერძებს მარტივი რეცეპტებითა და ბუნებრივი, ადგილობრივი ინგრედიენტებით ვამზადებთ.
კომუნალ მაგიდასთან ყოველთვის დაგხვდებათ ადგილი, სადაც ახალი ურთიერთობები და კავშირები იწყება. ასევე შეგიძლიათ სივრცის რომელიმე მყუდრო ადგილი შეარჩიოთ და განმარტოვდეთ.
აქ თავს კომფორტულად არა მხოლოდ სტუმრები, არამედ ჩვენი პარტნიორები და გუნდის წევრებიც გრძნობენ. მათთვის თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს ვქმნით და ჩვენს გარშემო ყველასთან გრძელვადიან კავშირებზე ვზრუნავთ.
როგორც უნდა გადაწყვიტოთ დროის გატარება და რაც უნდა აირჩიოთ ჩვენი მრავალფეროვანი მენიუდან, ყოველთვის გულთბილად დაგხვდებით. კიდევ გვესტუმრეთ, როცა ყოველდღიური ხმაურისგან შესვენება დაგჭირდებათ. გელოდებით
ალენის რჩევა
ჩვენ შესახებ
„Le Pain Quotidien-ის იდეა მარტივია: ყოველდღე გემრიელი და ჯანსაღი პური გამოვაცხოთ, ხრაშუნა ქერქითა და მკვრივი სტრუქტურით. სწორედ ისეთი, როგორიც კარგი ტარტინისთვისაა საჭირო.
ეს პური არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც კვებავს. საუკეთესო კი მაშინ არის, როცა მას მეგობრებთან ერთად, ერთ მაგიდასთან მიირთმევ“.
ალენ კუმონი

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?
Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.
სტატიის წაკითხვა
ჩვენი ტარტინები
პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.
სტატიის წაკითხვანუ იჩქარებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაLe Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.
მარტივი. ახალი. ნამდვილი
ჩვენი კერძებიჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.