გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

ჩვენი პურის ისტორია

ჟურნალი

14 ოქტომბერი 2024

Le Pain Quotidien-ის პირველ საცხობში მომხმარებლებს მხოლოდ ოთხი სახეობის მრგვალ და 2-კილოგრამიან პურს სთავაზობდნენ. ამ მარტივმა მიდგომამ ალენს საშუალება მისცა, მთელი ძალისხმევა განვითარებისკენ მიემართა. მან მიზნად დაისახა, უმაღლესი ხარისხისთვის მიეღწია ყველა ეტაპზე: ხორბლისა და ინგრედიენტების შერჩევა; ქვის წისქვილზე დაფქული ფქვილი და პურის ტრადიციული მეთოდით მომზადება - რაც ცივ გარემოში ხანგრძლივ ფერმენტაციას გულისხმობს. მასობრივი წარმოების პურების უმეტესობისგან განსხვავებით, Le Pain Quotidien-ის ბუნებრივ საფუარზე მომზადებული საფირმო პური მხოლოდ ოთხ მარტივ ინგრედიენტს შეიცავს: ფქვილი, წყალი, მარილი და დრო! დამატებული საფუარის, ხელოვნური დანამატებისა და ცომის გამაუმჯობესებლების გარეშე.

თავი 1

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

დრო: მოთმინების ხელოვნება

გაგიკვირდებათ და, ალბათ ჩვენი პურის ყველაზე გამორჩეული ინგრედიენტი - დროა. პურის ინდუსტრიული წარმოებისგან განსხვავებით, რომელიც სისწრაფესა და დანამატებს ეყრდნობა, ჩვენ მოთმინების ხელოვნებას ვირჩევთ.


ცივ გარემოში ხანგრძლივი ფერმენტაცია ცომს საშუალებას აძლევს, გემო ბუნებრივად განივითაროს. შედეგად ვიღებთ მდიდარი და სრულყოფილი გემოს მქონე პურს. დრო უხმო ოსტატია, რომელიც პურის საუკეთესო გემოსა და ხარისხს სრულყოფს.


ვიცით, რომ საუკეთესო შედეგს დრო სჭირდება. სწორედ ნელი და გააზრებული პროცესისადმი ერთგულება ხდის ჩვენს პურს გამორჩეულს.

თავი 2

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

ფქვილი: გემოს საფუძველი

Le Pain Quotidien-ში ჩვენი მცხობელები ფქვილს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ. შემდეგ ფქვილი ქვის წისქვილზე ნელა იფქვება, რაც მისი ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.


დაფქვის ეს მეთოდი მარცვალში არსებულ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებსა და ბუნებრივ ზეთებს ინარჩუნებს, რომლებიც ჩვენი პურის გემოსა და ტექსტურას განსაზღვრავს. ნელი დაფქვისას გლუტენის სტრუქტურაც უკეთ ნარჩუნდება. შედეგად, ცომი უფრო ელასტიკური ხდება, პური კი იდეალურად ფუვდება.


სწორედ ეს გააზრებული პროცესი უზრუნველყოფს თითოეული პურის გამორჩეულ გემოსა და განსაკუთრებულ ხარისხს.

თავი 3

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

წყალი: სიცოცხლის არსი

წყალს ხშირად სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა პურის მომზადების პროცესში მას გადამწყვეტი როლი აქვს. სწორედ წყალი აკავშირებს ინგრედიენტებს და იწყებს პროცესს, რომლის დროსაც ცალკეული კომპონენტები ერთიან ცომად გარდაიქმნება.


Le Pain Quotidien-ში კარგად გვესმის სუფთა წყლის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან ის გავლენას ახდენს ცომის კონსისტენციასა და მზა პურის რბილობის სტრუქტურაზე.


წყალი მხოლოდ ინგრედიენტი არ არის. ის სიცოცხლის წყაროა, რომელიც ჩვენს პურს აცოცხლებს.

თავი 4

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

მარილი: სრულყოფილი გემოს საიდუმლო

მარილი ჩვენს პურში გემოს მსუბუქად გამოკვეთს, ხორბლის ბუნებრივ არომატს წარმოაჩენს და საერთო გემოს აბალანსებს. ის არეგულირებს ფერმენტაციის პროცესს, ამაგრებს ცომის სტრუქტურას და ხელს უწყობს პურის ტექსტურის ჩამოყალიბებას.


მარილს ზუსტად იმ რაოდენობით ვიყენებთ, რომ პურის ბუნებრივი არომატები სრულად გამოიკვეთოს და არ გადაიფაროს. სწორედ ეს ზუსტი ბალანსი ქმნის სრულყოფილ პურს, რომლის თითოეულ ნაჭერში გემო და ტექსტურა ჰარმონიულად ერთიანდება.

შეჯამება

ჩვენი უნიკალური პური მხოლოდ 4 ინგრედიენტით

ჩვენი პური ოთხი მარტივი ინგრედიენტისგან მზადდება: ფქვილი, წყალი, მარილი და დრო. თუმცა ამ სიმარტივის მიღმა პურის მომზადების რთული პროცესი, ცოდნა და დიდი შრომა დგას.


Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს.


თითოეული პური ტრადიციული ცხობის ხელოვნების შედეგია და საქმის სიყვარულითა და გააზრებული მიდგომით იქმნება.

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

სტატიის წაკითხვა

ჩვენი ტარტინები

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.