გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

ჩვენი ისტორია

ჩვენ შესახებ

ჟურნალი

11 ოქტომბერი 2024

ოჯახური ტრადიცია

ალენ კუმონმა ცხობა ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიყვარა. იმდენად პატარა იყო, რომ სამზარეულოს დახლს ვერ სწვდებოდა, ამიტომ დეიდა სიმონი სკამს მიუდგამდა, რათა ენახა, როგორ ამზადებდა პურის ცომს. კვირაობით ერთად აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის პურს და თორმეტ ტარტსაც. ცხობის სიყვარული ალენს ოჯახიდან მოჰყვება. დედის მხრიდან მის ბებია-ბაბუას ბელგიაში, ლიეჟთან ახლოს, რესტორანი ჰქონდათ, მამა კი შეფმზარეული იყო. ალენმა ნამურში იმავე სტუმარმასპინძლობის სკოლაში ისწავლა, რომელიც მამამისმაც დაამთავრა. თავდაპირველად მათ კვალს გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი გზის არჩევის დროც დადგა.

თავი 1

ჩვენი ისტორია

იდეალურად არასრულყოფილი

ბრიუსელში ახალგაზრდა შეფ მზარეული ალენი ყველგან ეძებდა და აგემოვნებდა პურს, რომელიც ბავშვობის საყვარელ გემოს გაახსენებდა. მისი ძიება უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა სწორედ ამან შეცვალა ყველაფერი. ალენი მიხვდა, რომ ბავშვობის სოფლის პურის გემოს დასაბრუნებლად ის საკუთარი მოგონებების მიხედვით თავად უნდა გამოეცხო. ასე დაიბადა Le Pain Quotidien, ნაცნობი გემოს ხელახლა აღმოჩენის სურვილით.

თავი 2

ჩვენი ისტორია

16 Rue Dansaert, ბრიუსელი

როცა ალენ კუმონმა საკუთარი საცხობის გახსნა გადაწყვიტა, მისთვის სახელიც უნდა შეერჩია. სწორედ მაშინ მამის ნათქვამი გაახსენდა: „Moi, ce n’est pas mon pain quotidien!“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ეს ჩემი ყოველდღიური პური არ არის!“ ალენი მიხვდა, რომ საცხობის სახელის ძიება აღარ სჭირდებოდა. ასე გაჩნდა Le Pain Quotidien, „ყოველდღიური პური“, ადგილი, სადაც წარსული აწმყოს ხვდება, მომავალი კი დღეს იწყება.


პირველი Le Pain Quotidien ბრიუსელში 1990 წელს გაიხსნა. რამდენიმე თვეში მას კიდევ ათი ობიექტი შეემატა და ყველგან ის ტრადიციული, სოფლის პური ცხვებოდა, რომლის გემოც ალენს ბავშვობიდან ახსოვდა. შვიდი წლის შემდეგ მისი ამერიკული ოცნებაც ახდა: ნიუ-იორკში, მედისონ-ავენიუზე, ფლაგმანი საცხობი გახსნა. დღეს კი ტრადიციულად მომზადებული ახალგამომცხვარი პური მეგობრებისა და მეზობლებისთვის საყვარელ ტრადიციად იქცა მსოფლიოს მასშტაბით Le Pain Quotidien-ის 250-ზე მეტ ობიექტში.

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

სტატიის წაკითხვა

ჩვენი ტარტინები

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.