გადასვლა პირდაპირ მთავარ კონტენტზე

შეიგრძენი უკეთესი ცხოვრების გემო

ჟურნალი

01 ოქტომბერი 2024

ყველას გვსურს, ცხოვრებით მაქსიმალურად დავტკბეთ! Le Pain Quotidien-ში გვჯერა, რომ ამისთვის მთავარია ბალანსის პოვნა: ჯანსაღად კვება, სრულფასოვანი ძილი და აქტიური ცხოვრების წესი. ჯანსაღი კვება მხოლოდ საკვების კვებით ღირებულებას არ გულისხმობს. ეს არის ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული გემრიელი კერძები, რომლებსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად მიირთმევ. როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოს ყოველდღიურობა და კვების რა ტენდენციაც არ უნდა გახდეს პოპულარული, Le Pain Quotidien-ში ყოველთვის დაგხვდება გემრიელი და სასარგებლო კერძების მრავალფეროვანი არჩევანი.

უკეთესი ცხოვრების გემო

ჩვენი ახალი მენიუ შთაგონებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბედნიერი და ჯანსაღი ადამიანების კვებისა და ცხოვრების წესით. უკეთესი ცხოვრებისადმი მათმა მიდგომამ ჩვენს შეფებს ახალი ინგრედიენტებისა და გემოების აღმოჩენისკენ უბიძგა. შედეგად შეიქმნა გემრიელი და სასარგებლო კერძები, რათა თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა უკეთესი ცხოვრების გემო შეიგრძნოთ.

შეავსე დღის რაციონი Better Choice მენიუდან.

სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებთ ისე კვებას, როგორც გვსურს, განსაკუთრებით დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმში. სწორედ ამიტომ შევქმენით Better Choice მენიუ. რაც არ უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ.

იკვებე უკეთესად ჩვენთან ერთად

ნუტრიციოლოგთან ერთად დაბალანსებული კერძებისთვის 6 მარტივი და მკაფიო კრიტერიუმი განვსაზღვრეთ. მათ შორის, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი შემადგენლობა და დამატებული შაქრების მინიმალური ოდენობა.
Better Choice ნიშნით არსებული თითოეული კერძი ექვსიდან სულ მცირე ხუთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. გაიგეთ მეტი, თუ რას ნიშნავს Better Choice

ჯანსაღი და ბუნებრივი კვება

Le Pain Quotidien-ში ჯანსაღი და ბუნებრივი კვება ჩვენი ფილოსოფიაა, რომელიც თითოეულ კერძში იგრძნობა. ეს მიდგომა მარტივ პრინციპს ეფუძნება: საკვები უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი და მინიმალურად დამუშავებული. ამის ნათელი მაგალითი ბუნებრივ საფუარზე მომზადებული ჩვენი პურია, თუმცა ამ პრინციპს ყველა კერძში ვიცავთ, რასაც გთავაზობთ.


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების ტრადიციებით შთაგონებულები, ჩვენს კომუნალ მაგიდასთან გეპატიჟებით, რათა ეს კერძები თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ. შეიგრძენით უკეთესი ცხოვრების გემო!

კითხვის გაგრჯელება

რა ინგრედიენტებით მზადდება ჩვენი პური?

Le Pain Quotidien-ში პურს მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით ვაცხობთ: ორგანული ფქვილი, წყალი, მარილი და ბევრი დრო. არავითარი დაჩქარებული პროცესი და დანამატები - მხოლოდ აუცილებელი ინგრედიენტები. სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის. დღეს ბევრ საცხობში პურის მიღმა ინდუსტრიული ინგრედიენტების გრძელი სია იმალება: ცომის გამაუმჯობესებლები, კონსერვანტები, დამატებული შაქრები, უცნობი ფერმენტები და ზედმეტად დამუშავებული ფქვილი. პურის ცხობისას იყენებენ ყველაფერს, რაც მის სწრაფად მომზადებას უზრუნველყოფს და შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს. პური მხოლოდ ყოველდღიური საკვები არ არის. ის სიმარტივესა და ნამდვილობაზე დაფუძნებული ყოველდღიური რიტუალია. Le Pain Quotidien-ში ამ ოთხ ინგრედიენტს მხოლოდ იმიტომ არ ვაფასებთ, რომ ისინი გემრიელ პურს ქმნიან. თითოეული მათგანი ხარისხისა და ავთენტურობისადმი ჩვენს ერთგულებაზე მეტყველებს. რით გამოირჩევა ჩვენი პური? მთავარი მხოლოდ ის არ არის, რა ინგრედიენტებს ვიყენებთ ცხობისას, არამედ ისიც, რას არ ვიყენებთ.

სტატიის წაკითხვა

ჩვენი ტარტინები

პურის ერთი ნაჭერი, უამრავი ვარიაცია. ჩვენი მომზადებული 2-კილოგრამიანი პურის ნაჭრები სეზონური ინგრედიენტების მრავალფეროვანი ვარიაციების საფუძველი, რომლითაც იქმნება ჩვენი ტარტინები - სენდვიჩის ბელგიური ვერსია. ტარტინი ღია სენდვიჩია, რომელიც ბელგიაში განსაკუთრებით პოპულარულია. ჩვენი მარტივი და ამავდროულად დახვეწილი ტარტინები მენიუს გამორჩეულ გემოს, თითოეულ ლუკმას კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მატებს. tartine ძველი ფრანგულიდან მომდინარეობს და tarte-ის, ანუ ტარტის, კნინობითი ფორმაა. ფრანგულად tartiner სიტყვასიტყვით „წასმას“ ნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ პურის ნაჭერზე კარაქის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებას გულისხმობს.

სტატიის წაკითხვა

ნუ იჩქარებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Le Pain Quotidien „ყოველდღიურ პურს“ ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს ყველაფერია. პური მხოლოდ საკვები არ არის - ის ცხოვრების წესია.

მარტივი. ახალი. ნამდვილი

ჩვენი კერძები

ჩვენს მენიუში ნატურალური, ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძებია, რომლებსაც ყოველდღიურად ვამზადებთ. მთავარი კი პურია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.